უგემრიელესი ჩეხური ფახლავა – მკითხველის რეცეპტით

ინგრედიენტები

კვერცხი – 4.00 ცალი

კვერცხის გული წასასმელად

ქიშმიში – 100.00 გრ

ნიგოზი – 300.00 გრ

მარილი

კარაქი ან მარგარინი – 250.00 გრ

სოდა ან გამაფხვიერებელი – 1.00 ჩკ

შაქარი – 300.00

ფქვილი – 600.00 გრ

მაწონი ან არაჟანი – 250.00 გრ

მომზადების წესი

ფქვილს შეურიეთ გამაფხვიერებელი, დანის წვერით მარილი, დაუმატეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი და გააფხვიერეთ, შემდეგ დაამატეთ კვერცხის გულიდა არაჟანი.ცომის მასა კარგად დაამუშავეთ, უნდა იყოს ელასტიური.

ამ მასითგამოდის 1200 გრ-მდე. გაყავით 3 ნაწილად და 1 საათით მოათავსეთ მაცივარში.

მოამზადეთ ბეზე: კვერცხის ცილას დაუმატეთ დანის წვერით მარილი და ათქვიფეთ, ასევეშაქარი. როდესაც აითქვიფება დაამატეთ დაჭრილი ნიგოზი. ცომი გამოიტანეთ მაცივრიდან, გააბრტყელეთ, გადაანაწილეთ ბეზე და ისევ დაადეთგაბრტყელებული ცომის მასა, შემდეგ ისევ ბეზე და ბოლოს მესამე ფენაც. კვერცხის გულს დაუმატეთ 0.5 ჩ/კ არაჟანი და გადაანაწილეთ მასაზე, დაჭერით სასურველ ნაჭრებად, გამოაცხვეთ 170-180°-ზე, დაახლოებით 50 წუთით, ორივე წვაზე. ცხელს გადაუსვით თაფლი, უგემრიელესია. შეგიძლიათ ღუმელის სტანდარტულ ფორმაზეც გამოაცხოთ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *