ინგრედიენტები
- ვანილი
- შესქელებული რძე – 2 ქილა
- კარაქი – 400 გრ
მარილი – 0.25 ჩკ
კვერცხი – 5 ცალი
შაქარი – 3 ჭიქა
მაწონი – 1 ქილა
სოდა – 2 ჩკ
კაკაო – 3 სკ
ფქვილი – 5 ჭიქა
მომზადების წესი
1. 5 ცალი კვერცხის ცილა ამოვიყვანოთ ღრუბელივით, ნელ-ნელა შევათქვიფოთ 3 ჭიქა შაქარი, 5 კვერცხის გული. შემდეგ ჩავასხათ 1 ქილა მაწონში ათქვეფილი 2 ჩკ სოდა, 150 გრ ამოყვანილი კარაქი, 3 სკ კაკაო, ვანილი, მარილი და 5 ჭიქა პურის ფქვილი. მიღებული ცომი გავყოთ 3 ნაწილად და გამოვაცხოთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. 2. კრემი: 400 გრ კარაქი ამოვიყვანოთ კარგად, ნელ-ნელა შევურიოთ 2 ქილა შესქელებულ რძე და ვანილი. 3. მომზადება: გაგრილებული ბისკვიტი გავყოთ 2ად ან 3ად. თითოეულს წავუსვათ კრემი. ზედა ფენას მოვაყაროთ დახეხილი შოკოლადი ან მოვრთოთ სურვლისამებრ.