“მინდა მკაცრად გავაფრთხილო…” – თეა წულუკიანი მიმართვას ავრცელებს

“სა­ვა­რა­უ­დოდ, პა­რას­კე­ვის სხდო­მა­ზე, მოწ­ვე­უ­ლი იქ­ნე­ბა ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი, ნა­თია მო­გე­ლა­ძე და ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე – მინ­და ყვე­ლა ის პირი, ვინც იქ­ნე­ბა მოწ­ვე­უ­ლი ჩვე­ნი კო­მი­სი­ის წი­ნა­შე, მკაც­რად გა­ვაფრ­თხი­ლო, არ არის სა­ჭი­რო ცე­ცხლთან თა­მა­ში, ეს არის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პრო­ცე­სი,“ – ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კერ­მა, “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის შემ­სწავ­ლე­ლი დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

კერ­ძოდ, წუ­ლუ­კი­ა­ნის გან­მარ­ტე­ბით, 21 თე­ბერ­ვლის სხდო­მა­ზე სა­ვა­რა­უ­დოდ, მოწ­ვე­უ­ლი იქ­ნე­ბა ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც 2005 წლის მარ­ტში ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე იყო. ასე­ვე, ნა­თია მო­გე­ლა­ძე, რო­მე­ლიც 2012 წლის 1-ელი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე პე­რი­ოდ­ში სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის შე­სა­ბა­მის დე­პარ­ტა­მენტს მარ­თავ­და და ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე, რო­მე­ლიც წუ­ლუ­კი­ა­ნის თქმით­ვე, “მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აცხა­დებ­და, რომ მას 2008 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე მე-2 ტური მოჰ­პა­რეს“.

მი­სი­ვე თქმით, 21 თე­ბერ­ვლის სხდო­მა 2008 წლის არ­ჩევ­ნე­ბის სა­კი­თხის გან­ხილ­ვას და­ეთ­მო­ბა, ხოლო აგ­ვის­ტოს ომ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლო სა­კი­თხის გან­ხილ­ვა შემ­დეგ კვი­რა­ში მოხ­დე­ბა.

“პა­რას­კე­ვის სხდო­მა 2008 წლის არ­ჩევ­ნე­ბის სა­კითხს და­ეთ­მო­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, მოწ­ვე­უ­ლი იქ­ნე­ბა და სა­ბო­ლო­ოდ, ეს დღის ბო­ლოს გა­ფორმ­დე­ბა, ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი, ნა­თია მო­გე­ლა­ძე და ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე. ხოლო, ბათუ ქუ­თე­ლია და სხვა პი­რე­ბი, რო­მელ­თა გვა­რი და სა­ხე­ლე­ბი დღეს სხდო­მის პირ­ველ ნა­წილ­ში აგ­ვის­ტოს ომის კონ­ტექ­სტში იქნა მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი, რა თქმა უნდა, ეს მო­მა­ვა­ლი კვი­რის სა­მუ­შაო თემა იქ­ნე­ბა. მე მინ­და ყვე­ლა ის პირი, ვინც იქ­ნე­ბა მოწ­ვე­უ­ლი ჩვე­ნი კო­მი­სი­ის წი­ნა­შე, მკაც­რად გა­ვაფრ­თხი­ლო, არ არის სა­ჭი­რო ცე­ცხლთან თა­მა­ში, არ არის სა­ჭი­რო ჩვენს სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ას­თან თა­მა­ში. ეს არ არის თა­მა­ში, ეს არის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პრო­ცე­სი, იმ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლი, რომ კო­მი­სი­ის სხდო­მის წი­ნა­შე გა­მო­ცხა­დე­ბა­ზე უარი მკაც­რად ის­ჯე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით. ამი­ტომ, ნუ­რა­ფერს და­უ­ყე­ნებთ წინ იმას, რომ ჩვე­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბის შემ­დეგ მობ­რძან­დეთ,“ – გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *