“ის ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ტრაგიკული და სამწუხაროა ეს ყველაფერი. ეს განცხადებები მის იმიჯზე მძიმედ აისახება” – ვისზე საუბრობს კობახიძე

ის არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, აკეთებინებენ ისეთ განცხადებებს, რომლებიც ძალიან მძიმედ აისახება მის იმიჯზე ქართული საზოგადოების თვალში. ძალიან ტრაგიკულია, ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, – აცხადებს ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩზე.

კობახიძის თქმით, ბატონ ჰერჩინსკის უნდა ელჩობა საქართველოში, თუმცა მას „დიფ სთეითი“ არ აძლევს ამის საშუალებას.

“[ჰერჩინსკის] მას არ აძლევენ საშუალებას, რომ იმუშაოს როგორც ელჩმა, ეს არის ერთი კონკრეტული შეფასება, რაც მინდა გავაკეთო. ის არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, აკეთებინებენ ისეთ განცხადებებს, რომლებიც ძალიან მძიმედ აისახება მის იმიჯზე ქართული საზოგადოების თვალში. ძალიან ტრაგიკულია, ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონ ჰერჩინსკის უნდა ელჩობა საქართველოში, თუმცა მას „დიფ სთეითი“ არ აძლევს, სამწუხაროდ, ამის საშუალებას.“ – თქვა კობახიძემ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *