რუსული “აზიმუტი” თბილისის აეროპორტში ვერ დაჯდა და უკან გაფრინდა – რა გახდა მიზეზი?

რუსული “აზიმუტის” თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვი-თბილისის А47107 რეისს ასრულებდა, ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 19 თებერვალს, დილის 5 საათზე უნდა დაშვებულიყო.

ავიაკომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, “ტექნიკური მიზეზების” გამო, თუმცა კონკრეტულად რა პრობლემა შეექმნა ბორტს, უცნობია.

ავიაკომპანიის ცნობით, მგზავრებს თბილისში Azimuth Airlines-ის სარეზერვო თვითმფრინავით გადაიყვანენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *