ახლახანს გავრცელდა ტრამპის სკანდალური განცხადება.

აშშ-ის ხაზინის მდივან სკოტ ბესენტი კიევში იშვიათი წიაღისეულის მოპოვების შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად 3 თებერვალს ჩავიდა, ხოლო უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მას განუცხადეს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის სძინავს და ის ხელს ვერ მოაწერდა დოკუმენტს, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

„სკოტ ბესენტი იქ [კიევში] ჩავიდა და მას ცუდად დახვდნენ. სინამდვილეში მას უთხრეს „არა“, ხოლო ზელენსკის ეძინა და მას ვერ შეხვდა“, – განაცხადა ტრამპმა.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა დასძინა, ბესენტი კიევიდან უკან ხელცარიელი დაბრუნდა. „ის იქ მრავალი საათის განმავლობაში მატარებლით მიდიოდა. ეს საკმაოდ სახიფათო მგზავრობა იყო. ჩვენ ხაზინის მდივანზე ვსაუბრობთ. ის იქ დოკუმენტის ხელმოსაწერად ჩავიდა, მაგრამ უკან ცარიელი ჩამოვიდა. მათ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს“

ტრამპი უკრაინის დაფინანსების თემასაც შეეხო და აღნიშნა, ის, რასაც ევროპა ოფიციალურ კიევს აძლევს, არის სესხი, რომელიც უბრუნდება. ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამერიკის დახმარება უკრაინისთვის არ არის აღრიცხული.

„მინდა გავიგო, თუ სად წავიდა ფული, რომელსაც ჩვენ უკრაინას ვუგზავნით. სად არის?“, – თქვა თეთრი სახლის ლიდერმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *