მეგი წულუკიძე 1921 წლის 1-ელ იანვარს, თბილისში დაიბადა… სწავლობდა ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტში. 1939-1941წწ. ცხოვრობდა ხარკოვში; 1941 წელს დაბრუნდა ბათუმში; 1946 წელს სოხუმის დრამატულ თეატრში იწყებს მოღვაწეობას, 1948-1949წწ. ბათუმის სახელმწიფო ფილარმონიაშია, ხოლო 1953 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მსახიობია; 1954 წელს იგი მიიწვიეს კინოსტუდია “ქართულ ფილმში”. მისი პირველი ფილმი იყო “ქართველი ბალეტის ოსტატები”; მან ასევე ითამაშა ფილმებში: “ეთერის სიმღერა”, “სხვისი შვილები”, “ფატიმა”, “მე ვიტყვი სიმართლეს”, “დღე უკანასკნელი, დღე პირველი”, “აბესალომ და ეთერი”, “პალიასტომი”, “გაქცევა განთიადისას”, “ჭიაკოკონა” და სხვები; იყო რეჟისორ სიკო დოლიძის მეუღლე.

“ქუთაისი… ჩვენს უბანში – საფიჩხიაზე, ხარაზოვების ბაღში, კინოთეატრი გაიხსნა, სადაც ქართული ფილმების პრემიერებიც იმართებოდა. ყოველი ახალი ქართული ფილმის გამოსვლა ეკრანებზე მოვლენა იყო. უბანში ხმა დაირხა, ფილმ “პალიასტომის ტბის” ქუთაისურ პრემიერას არტისტები და რეჟისორიც დაესწრებიანო. უბნის ბიჭები – დიდი თუ პატარა, ვცდილობდით, როგორმე ბილეთი გვეშოვა. შეძრომასაც ვიკადრებდით, მაგრამ პოლიცია იცავდა იქაურობას და ახლოსაც არ გვაკარებდნენ. იმედი რომ გადაგვეწურა და ფილმიც თითქმის იწყებოდა, ლამაზი ქალი გამოვიდა ბილეთით ხელში, ვიღაცას ელოდებოდა. იმედი მასაც რომ გადაეწურა, ჩვენკენ გამოიხედა და ბილეთით ხელი მაღლა ასწია, მიცვივდნენ უბნელი ბიჭები. მე კიდევ, ნაბიჯიც ვერ გადავდგი. ლამაზმა ქალმა ხელი დამიქნია, თავისკენ მიხმო, ბილეთი გადმომცა და კინოთეატრში შემიძღვა. ფილმი რომ დაიწყო, თვალებს არ ვუჯერებდი, ეკრანზე ის ქალი რომ დავინახე – ვინ აღმოჩნდა ის ლამაზი ქალი? – მეგი წულუკიძე!” – იხსენებდა მსახიობის შესახებ დრამატურგი რეზო კლდიაშვილი. კითხვის გაგრძელება