ინგრედიენტები
- კარაქი – 50.00 გ
- რძე – 3.00 სკ
- კაკაო – 2.00 სკ
- შაქარი – 100.00 გ
ბეზეს კრემი
- ლიმონი – 1.00 სკ
- ვაშლი – 5.00 ც
- შაქარი – 100.00 გ
- კვერცხი – 5.00 ც (მხოლოდ ცილა)
რძის კრემი
- ვანილი
- რძე – 400.00 მლ (ცხელი)
- ფქვილი – 3.00 სკ
- შაქარი – 80.00 გ
- კვერცხი – 1.00 ც (მხოლოდ გული)
ცომისთვის
- სოდა – 1.00 ჩკ
- მაწონი – 200.00 გ
- ვანილი
- შაქარი – 250.00 გ
- კვერცხი – 4.00 ც (მხოლოდ გული)
- კარაქი – 200.00 გ
- ფქვილი – 700.00 გ (550+150)
მომზადების წესი
კვერცხის გულებს ვთქვეფთშაქართან ერთად, ვამატებთ გამდნარ კარაქს და მაწონს, რომელსაც ვამატებთ სოდას, ვანილს. მოვზელთ ჩვილ ცომს, ბევრი ზელვა არ უნდა. ფქვილი ინდივიდუალურად დაგჭირდებათ მეტი ან ნაკლები. ვყოფთ სამ ნაწილად, ვაბრტყელებთ ოთხკუთხედად, მე გავაბრტყელე 33 / 27 სმ. სიდიდეზე. ვაცხობთ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 15 წუთი.
რძის კრემის მოსახარშად კვერცხის გულს ვათავსებთ თასში (ცილა გადავინახოთ), კვერცხის გულს და შაქარს ვთქვიფავთ, ვამატებთ ფქვილს, ცხელ რძეს, ვურევთ. შემოვდგამთ და მოვხარშავთ კრემს. რომ გაცივდება, შევათქვიფოთ ამოყვანილ კარაქს, ცოტა ვანილიც დავამატოთ.
5 კვერცხის ცილას დავამატოთ მწიკვი მარილი, შაქარი და შემოვდგათ ორთქლზე გასაცხელებლად. თან ვურიოთ შაქარი. როცა სრულად გადნება, გადმოვდგათ და მიქსერით ბეზე ამოვიყვანოთ, დავამატოთ ცოტა ლიმონის წვენი და ხუთი ცალი გახეხილი ვაშლი.
პირველ ფენას ვუსმევთ რძის კრემს, მეორე ფენას – ბეზეს კრემს, ზევიდან მესამე ფენას ვასხამთ გლაზურს, რომელსაც ბოლოს მოვამზადებთ.
ქვაბში მოვათავსებთ შაქარს, კაკაოს ფხვნილს, რძეს, კარაქს შემოვდგამთ ცეცხლზე მორევით გავადნობთ ამ ყველაფერს და როგორც კი ასადუღებლად მოემზადება, გადმოვდგამთ. სანამ მოვასხამთ, ცოტა შევაგრილოთ. ნამცხვარს სანამ დავჭრით, უმჯობესია გავაჩეროთ რამდენიმე საათით ან მთელი ღამით. გემრიელად მიირთვით!