ქათამი ბოსტნეულით – მარტივი, გემრიელი, განსხვავებული გემო

ინგრედიენტები

ქათმის ფილე – 500.00 გ

მარილი

მწარე წიწაკა

დაფქული ჯანჯაფილი (კოჭა)

შავი პილპილი

კურკუმა – 5.00 გ

ნიორი – 3.00 კბილი

სოიოს სოუსი – 100.00 მლ

ფქვილი – 10.00 გ

თაფლი – 45.00 გ

ხახვი – 2.00 თავი

ბულგარული წიწაკა – 1.00 ცალი (მოზრდილი)

მომზადების წესი

აიღეთ ღრმა ტაფა, სადაც კუბებად დაჭრილ ფილეს მოთუშავთ. როცა თეთრ შეფერილობას მიიღებს, ტაფიდან გადმოიღეთ და ამავე ღრმა ტაფაზე გრძლად დაჭრილი ხახვი და ბულგარული მოთუშეთ.

სოუსი:

თაფლს დაუმატეთ სოიოს სოუსი, ფქვილი, ძალიან წვრილად დაჭრილი ნიორი და სანელებლები – აურიეთ ძალიან კარგად.

ამასობაში, ბოსტნეულს, რომელიც ტაფაზე ითუშება, დაუმატეთ ფილე, მარილი და სოუსი. ეს მასა გააჩერეთ საშუალო ცეცხლზე, სანამ ხორცი კარგად არ მოიხარშება.

გემრიელად მიირთვით!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *