მკითხველთა თხოვნით – როგორ მოვამზადოთ ცნობილი აჭარული ჰალვა

ინგრედიენტები

  • ნუში ან თხილი – 100.00 გ (სურვილისამებრ)
  • ვანილი – 2.00 შეკვრა
  • ზეთი – 1.00 ჭიქა (200 მლ)
  • კარაქი – 500.00 გ
  • შაქრის პუდრა – 3.00 ჭიქა
  • მჭადის ფქვილი – 1.00 ჭიქა
  • ფქვილი – 5.00 ჭიქა

მომზადების წესი

ეს ხალვა თეთრი ფერისაც კეთდება და შავი ფერისაც, ვისაც როგორ მოსწონს. მე მომწონს მუქი ფერის. პურის და მჭადის ფქვილს ერთად ვყრი ტაფაზე და ვხალავ სასურველ ფერამდე. შემდეგ ცოტა რომ შეგრილდება, ვცრი საცერში. ვყრი თასში, ვამატებ შაქრის პუდრას, ვანილსა და ნუშს ჩემი გემოვნებით (ტრადიციულ ხალვას არ უშვრებიან ნუშს). კარაქი გავადნოთ და ცხელივე დავასხათ ამ მასას, დავამატოთ ზეთიც და ხელით მოვზილოთ ცხელ-ცხელი. კოვზით მივცეთ სასურველი ფორმა. სულეს არის, ძაან გემრიელია, დნება პირში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *