„ირისკა“ ყველაზე ფაფუკი ფირფიტებით

ინგრედიენტები

  • ვანილი
  • არაჟანი – 3.00 სკ
  • კარაქი – 400.00 გრ
  • მოხარშული შესქელებული რძე – 2.00 ცალი
  • არაჟანი – 3.00 სკ
  • შესქელებული რძე – 6.00 სკ
  • კარაქი – 300.00 გრ
  • ცხელი რძე – 700.00 მლ
  • ფქვილი – 3.00 სკ
  • შაქარი – 180.00 გრ
  • კვერცხის გული – 4.00 ცალი

კარაქი – 200.00 გრ

ფქვილი – 700.00 გრ

კვერცხი – 5.00 ცალი

სოდა – 2.00 ჩკ

თაფლი – 5.00 სკ

შაქარი – 350.00 გრ

მომზადების წესი

სქელძირიან ქვაბში მოათავსეთ კარაქი, შაქარი,თაფლი (სასურველია წაბლის,თუმცა შეგიძლიათ ნებისმიერი ნატურალური თაფლი გამოიყენოთ) დადგით დაბალ ცეცხლზე, მოურიეთ სანამ ყველაფერი კარგად არ გადნება, და როგორც კი დუღილს დაიწყებს, დაამატეთსოდა, მასა ამოფუმფულდება, მორევა არ შეწყვიტოთ, დაიწყებს ფერი ცვლას და მუქი კარამელის ფერს რომ მიიღებთ, გადმოდგით ცეცხლიდან. ოდნავ გააგრილეთ და შეათქვიფეთკვერცხი (სწრაფადურიეთ რომ კვერცხი არ შეგიდედდეთ). ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, დაამატეთ გაცრილი 5 ჭიქამდე ფქვილი(700გრ) მასა არის საკმაოდ წებოვანი, ასე რომ ფქვილში ამოისვარეთ ხელი და ისე გაიყვანეთ ფრთხილად.

ამ შემთხვევაში, გამოყენებულია26 სმ დიამეტრიანიფორმადა გამოვიდა 6 ფირფიტა. გამოაცხვეთ 200 გრადუსსზე, 2-3 წუთით, ფირფიტები გამოდის ძალიან ფუმფულა.

კრემი 1 : 4 კვერცხის გული, და 180 გრ შაქარი ათქვიფეთ, დაამატეთ ფქვილი და ცხელი რძე. დადგით ცეცხლზე და მუდმივი მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე.

ფაფა გადმოიტანეთ დასზე, გააცივეთ. ცალკე ამოიყვანეთ 300 გრ კარაქი (ოთახის ტემპერატურის) და შეათქვიფეთ ფაფა, შემდეგ დაამატეთ 6 ს/კშესქელებული რძე და 3ს/კარაჟანი. ვანილი.

კრემი 2 :შესქელებულრძეს დაამატეთკარაქი,არაჟანი და ვანილი.( ყველაფერი აუცილებლად ოთახის ტემპერატურის, წინააღმდეგ შემთხვევაში კრემი აიჭრება)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *