სვანური მარილი

ცხარე წიწაკა, წითელი – 6 ცალი

მარილი – 1 კგ

ნიორი – 300 გ

ხმელი ქინძი, დაფქული – 25 გ

ხმელი სუნელი – 85 გ

ყვითელი ყვავილი – 30 გ

მომზადების წესი

ნიორი გაფცქვენით. წიწაკას მოაცილეთ თესლი (თუ თესლს შეურევთ, ძალიან მწარე გამოვა). სუნელები სასურველია ახალდაფქული იყოს, მარილი კი მსხვილი. ნიორი და წიწაკა გაატარეთ ხორცსაკეპში. შეურიეთ მარილი, სუნელები და ელმეორედ გაატარეთ ხორცსაკეპში. მარილი მზადაა. შეინახეთ მჭიდროდ თავდახურული მინის ჭურჭლით. უხდება ხორციან კერძებს, ქათმის ხორცს, სალათებს, ომლეტს, შემწვარ კარტოფილს და ა.შ გაითვალისწინეთ, რომ მომზადების პროცესში და შემდეგ სამზარეულოში საკმაოდ მძაფრი სუნია, რომელიც მინიმუმ 24 საათი რჩება. ჭიქა=250მლ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *