მოსამართლემ განაჩენი გამოუტანა,ცნობილია რამდენი მიესაჯა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ე. წ. პიჯაკების საქმეზე განაჩენი ცნობილია.

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა ექსპრეზიდენტს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. მას 300 000 ლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

ორივე ბრალდებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებოდნენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *