ველოდები, რომ ბრალს წამიყენებენ”… – რა განცხადებას აკეთებს ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა მისი სახლის მოსალოდნელ ჩხრეკასა და “ნანუკას ფონდის” დაყადაღების შესახებ და განაცხადა, რომ არ გამორიცხავს ბრალის წაყენაბასა და მის დაკავებას.

ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ ოფიციალური განჩინება არ ჩაგვბარებია. პროკურატურა ოფიციალურად მე არ მატყობინებს, რა იყო საფუძველი მათი, რის შედეგადაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ერთი არის რა განცხადებას ავრცელებენ, ასე ზედაპირულად, მაგრამ მეორეა, რა დევს საქმეში და რის საფუძველზე მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება. მე მაქვს ჩემი დასაბუთებული ვარაუდი იმაზეც, რომ პროკურორების სახელებს და გვარებს მიმალავენ. მათ ძალიან კარგად იციან, რა იქნება ჩემი რეაქცია ამ პროკურორების წინააღმდეგ. კანონი მთელ რიგ შესაძლებლობებს გვაძლევს იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა პროკურორს, სახელობითად აქ გავაგებინოთ სინამდვილეში რის გარეშე დატოვეს აქ ბავშვები – მაგალითისთვის, პარასკევს რომ რეანიმობილით მყავს ბავშვი წამოსაყვანი თურქეთიდან, თუნდაც იმის მშობლები და პროკურორები ამას სახელობითად ძალიან კარგად გაიგებენ. ახლა ჩხრეკა რომ ჩატარდება, ველოდები, რომ ბრალს წამიყენებენ და არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი დაკავების ამბავსაც მიუახლოვდნენ”. – თქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *