ბათუმში სამგზავრო მატარებელი ბავშვს დაეჯახა, ის ადგილზე გარდაიცვალა

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სამგზავრო მატარებელი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა, რის შედეგადაც, არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.

უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. სამგზავრო მატარებელი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. მატარებელი ბაქანთან მიდიოდა, რომელსაც ბათუმი-ქუთაისის რეისი უნდა შეესრულებინა.

ადგილზე მისულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. საქართველოს რკინიგზა მწუხარებას გამოთქვამს ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს”, – ნათქვამია რკინიგზის განცხადებაში

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *