თუ წელს კიტრის დათესვას აპირებთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს რჩევები

დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ რჩევებს, რაც დაგეხმარებათ წელს საუკეთესო კიტრის მოსავალი მიიღოთ.

იმისათვის რომ დარწმუნებული იყოთ კიტრი ნამდვილად ამოვა, დათესეთ საღი თესლი, დიდი ზომის. ჩაალბეთ ნახევარ ჭიქა რძეში და მეორე დღეს დათესეთ. ასეთი კიტრი ამოდის ძალიან მალე, ფაქტობრივად 4-6 დღეში.

კიტრი ითესება საღამოობით კარგად გამთბარ მიწაში. არ უყვარს ქარი, ამიტომ შეარჩიეთ შეძლებისდაგვარად დაცული ადგილი, რომ ორპირ ქარში არ მოყვეს.

ძალიან უყვარს სითბო და მზის სხივები, ხშირი მორწყვა თბილი წყლით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კარგი მოსავლისა და იმისათვის, რომ კიტრი მწარე არ იყოს.

ბევრი წყლის დასხმა არ არის საჭირო.

ასევე დაგაინტერესებთ: ხელს უშლის ნახშირწყლების ცხიმებად გარდაქმნას… – ყველაფერი, რაც კიტრის შესახებ უნდა იცოდეთ

როცა კიტრს გაუჩნდება მესამე ფოთოლი (ნამდვილს ეძახიან), გამოიყენეთ ზრდის სტიმულატორი: 1 ლ თბილ რძეში გახსენით 100 გრ ცოცხალი საფუარი. გააჩერეთ სრულ გახსნამდე და ეს მასა გახსენით 10 ლ თბილ წყალში. მორწყვეთ კარგად კიტრი. თუ არ გაქვთ ცოცხალი საფუარი, გამოიყენეთ მშრალი 25 გრ. აუცილებლად აცადეთ გახსნა. ეს პროცედურა ჩაუტარეთ ზუსტად 1 თვეში განმეორებით.

კიტრებს შორის უნდა იყოს დაშორება 20-30 სმ.

როგორც კი უხვფოთლიანობა დაიწყება, არ დაგავიწყდეთ სუსტი ფოთლების მოშორება. უბრალოდ მიაჭერით (არ მოტეხოთ). თუკი შეამჩნიეთ, რომ ფოთლები იწყებს გაყვითლებას, 1 სკ ნატურალური თაფლი გახსენით 1 ლ თბილ წყალში და მიაშხურეთ ფოთლებს (თაფლი უნდა იყოს ნატურალური).

და ბოლოს: კიტრის მოსავალი რომ ბოლომდე და დიდხანს გაგყვეთ, კიტრი მოკრიფეთ ყოველდღე. ასე უხვმოსავლიანობა გაგყვებათ გრძელვადიანი პერსფექტივით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *