“ამ ფოტოზე თელ–ავივია… ეს უკვე ნამდვილი ომია”-

ფოტოზე ირანის თავდასხმა ისრაელზე. ამასთან დაკავშირებით პოლიტოლოგი, ზურაბ ბატიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“მაშ ასე – დაბობვების საპასუხოდ ირანმა ისრაელის მიმართულებით გაუშვა დაახლოებით 150 ბალისტიკური რაკეტა.

 მათი ნაწილი ისრაელმა ჩამოაგდო. მაგრამ ნაწილმა მიაღწია თელ-ავივმადე, სადაც ისმის აფეთქებების ხმა.

 ამ ფოტოზე სწორედ თელ-ავივია.

 ასე რომ, როგორც დილითაც ვამბობდი, ეს უკვე ნამდვილი ომია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ოფიციალურად არავის გამოუცხადებია.

 ცხადია, ამის მერე ისრაელის დარტყმები ირანის ტერიტორიაზე კიდევ უფრო ინტენსიური და მტკივნეული გახდება.

თელ-ავივი ამ წუთებში.

ირანულ რაკეტებს ებრძვის “რკინის გუმბათი””- წერს პოლიტოლოგი. 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *