ისრაელში ირანის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ისრაელში ირანის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა – ირანის მიერ ღამით განხორციელებული დარტყმების შედეგად დაიღუპა 10 ადამიანი – აღნიშნულის შესახებვ ინფორმაციას CNN-ი ისრაელის სამძებრო-სამაშველო ორგანიზაცია ZAKA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ირკვევა, ექვსი ადამიანი ისრაელის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ ბათ-იამში დაიღუპა, სადაც დარტყმა საცხოვრებელ შენობაზე განხორციელდა.

კიდევ ოთხი ადამიანი კი ჩრდილოეთ ქალაქ ტამრაში დაიღუპა, სადაც ასევე შენობები დაზიანდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *