დღეს საღამოს თბილისის მეტროში მგზავრი დაიღუპა.
თვითმხილველები ჰყვებიან, რომ 40 წლამდე კაცს ხელი ჰკრეს და ლიანდაგებში იმ დროს ჩააგდეს, როდესაც სადგურში მატარებელი შემოდიოდა.
„საცოდავი ბიჭი, წამებში გამოასალმა სიცოცხლეს… მატარებელი შემოდიოდა ბაქანზე, როდესაც მოულოდნელად ეცა და ხელი ჰკრა“.
„საზარელი ამბავი მოხდა, ასეთ სიკვდილს არავის ვუსურვებ. თვალებიდან არ ამომდის ეს საშინელება“, – წერენ თვითმხილველები.
ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული, ახალგაზრდა კაცი, ცხელ კვალზე დააკავეს.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.