ჯერ ერთი გამხდარა ცუდად, გონება დაუკარგავს…”-გუდაურში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

გუ­და­ურ­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ ტრა­გე­დი­ა­ზე ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. ერთ-ერთ კო­ტე­ჯში 12 ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი იპო­ვეს, მათ­გან 11 უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეა, ერთი კი – სა­ქარ­თვე­ლოს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, პირ­ვე­ლა­დი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით ცხედ­რებს ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი არ აღე­ნიშ­ნე­ბათ.
“გა­მო­ძი­ე­ბის პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ძი­ნე­ბე­ლი ოთა­ხე­ბის სი­ახ­ლო­ვეს, შიდა, და­ხუ­რულ სივ­რცე­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო გე­ნე­რა­ტო­რი, რო­მე­ლიც გუ­შინ, სა­ვა­რა­უ­დოდ მას შემ­დეგ ჩარ­თეს, რაც ობი­ექტს დე­ნის მი­წო­დე­ბა შე­უ­წყდა.გარ­დაც­ვლი­ლი 12 პი­რი­დან 11 უცხო ქვეყ­ნის, ხოლო ერთი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა.

ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, ად­გილ­ზე მუ­შა­ო­ბენ ექ­სპერტ – კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი, მიმ­დი­ნა­რე­ობს საქ­მეს­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი პი­რე­ბის გა­მო­კი­თხვე­ბი. და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი. ასე­ვე გარ­დაც­ვა­ლე­ბის ზუს­ტი მი­ზე­ზის და­სად­გე­ნად და­ნიშ­ნუ­ლია სა­სა­მარ­თლო- სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა” – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

განაგრძეთ კითხვა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *