ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარი მის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

ვაგრძელებ მუშაობას “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციაზე, ვარ ჩვენი გუნდის წევრი და ყველა სხვა შინაარსის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, – ირაკლი ღარიბაშვილის ეს განცხადება პარტია “ქართული ოცნების“ “ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადების თანახმად, მის მიერ პარტიის დატოვების თაობაზე ტყუილი რადიკალური ოპოზიციის მიერ კონტროლირებადმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს.

“ამ დეზინფორმაციას ერთადერთი მიზანი აქვს – საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და ხელოვნური აჟიოტაჟი გამოიწვიონ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ვაგრძელებ მუშაობას “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციაზე, ვარ ჩვენი გუნდის წევრი და ყველა სხვა შინაარსის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

“ინტერპრესნიუსი”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *