ინგრედიენტები
კვერცხი – 2 ც
ძმარი – 4 სკ
ზეთი – 3 სკ
არაყი – 4 სკ
ლიმონმჟავა – 0.5 ჩკ
მარილი – 1 ჩკ
წყალი – 700.00 მლ
ფქვილი – 1.4 კგ
მომზადების წესი
ჯამში მოათავსეთ კვერცხი, ძმარი, არაყი, წყალი და კარგად ათქვიფეთ. შემდეგ ეტაპობრივად დაუმატეთ დარჩენილი ინგრედიენტები. ფქვილი შეიძლება მითითებულზე მეტი ან ნაკლები დაგჭირდეთ, შეეცადეთ აკონტროლოთ თვალით. ცომი კარგად დაამუშავეთ ელასტიური მასის მიღებამდე.
კარაქი გავყავით 6 ნაწილად, ცომი კი 2 ნაწილად.
აიღეთ ცომის ერთი ნაწილი, გააბრტყელეთ და წაუსვით გაყოფილი კარაქის ერთი კუბი, გადაკეცეთ შუაზე და მოათავსეთ მაცივარში 1 საათის განმავლობაში. ეს პროცედურა გაიმეორეთ 3-ჯერ ყოველ დანაწევრებულ ცომზე. პროცედურის დასრულების შემდეგ ცომი დატოვეთ მაცივარში ერთი დღის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!