ინგრედიენტები
ხბოს რბილი ხორცი – 1 კგ
ხახვი – 3 ჭიქა ალყა-ალყა დაჭრილი
ერბო – 2 სკ, სავსე
ხმელი ქონდარი
მომზადების წესი
ხბოს ხორცი თხელ კუბებად დავჭრათ, დავაყაროთ მარილი, პილპილი, ქონდარი და კარგად ავზილოთ ხელში. ხორცი ხახვსა და ერბოსთნ ერთად ფენა-ფენა ჩავაწყოთ მოუჭიქავ ქოთანში და 2-3 საათით გავაჩეროთ მაცივარში, შემდეგ გამოვიღოთ და გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე, რომ ღუმელში მაღალ ტემპერატურაზე ქოთანი არ გაიბზაროს. ქოთანში ხორცს დავასხათ იმდენი წყალი, რომ ხორცი დაფაროს და შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. დაახლოებით 2 საათში ხორცი მომზადდება.