ინგრედიენტები
- ვანილი
- ნიგოზი – 1 ჭიქა
- დარბილებული კარაქი – 250 გ
- კვერცხი – 4
- შაქარი – 1 ჭიქა
- სოდა – 1 ჩ.კ
- თაფლი – 0.5 1/2 ჭ
- ფქვილი – 2.5 ჭ
მოხარშული შესქელებული რძე – 1 ქილა
მომზადების წესი
კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ, დავამატოთ თაფლი, სოდა, ფქვილი. კარგად ავურიოთ, გავყოთ 4-ად. თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ ფოლგის ფურცელზე და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე. კარაქი ავთქვიფოთ შესქელებულ რძესთან ერთად, დავამატოთ ვანილი, მოხალული, დაფქული ნიგოზი წავუსვათ კრემი ყველა ფენას, ზემოდან კი მოვააროთ გახეხილი შოკოლადი