სწორედ ახლაა ამის სეზონი – მოამზადეთ ყველაზე არომატული კივის მურაბა

ინგრედიენტები

  • ლიმონი
  • წყალი – 150.00 მლ
  • შაქარი – 2.00 კგ
  • კივი – 1.50 კგ

მომზადების წესი

ლიმონს დავასხათ მდუღარე წყალი და გავაჩეროთ 10 წუთით. ეს იმისთვისაა, რომ კანისგან სიმწარე გამოვიდეს.

გავფცქვნათ კივი, დავჭრათ რგოლებად, შემდეგ კი ავწონოთ. დავაყაროთ შაქარი, 1,5 კგ. კივზე 2 კგ. შაქარი უნდა. დავასხათ წყალი, წყალი კი 1,5 კგ. კივზე 150 მლ. სჭირდება.

დავჭრათ ასევე ლიმონი, აუცილებლად ამოვაცალოთ ყველა კურკა, რომ მურაბა არ გაამწაროს.

დავადგათ ქვაბი დაბალ ცეცხლზე და ადუღებიდან 2 წთ ში გადმოვდგათ. გავაჩეროთ 2 სთ .

დროის გასვლის შემდეგ, დავადგათ ისევ დაბალ ცეცხლზე და ვადუღოთ ბოლომდე, სანამ მურაბას ქაფი არ გაუქრება და კივი გამჭვირვალე არ გახდება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *