“მთელი მსოფლიო ჩემს წინააღმდეგ იყო.რა თქვა მერაბ დვალიშვილმა გამარჯვების შემდეგ – ჩემპიონის პირველი კომენტარი

ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და UFC-ის ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა.

“მთელი მსოფლიო ჩემს წინააღმდეგ იყო. ფავორიტი არ ვიყავი, მაგრამ ყველას საკადრისი პასუხი გავეცი. ჩემი თავის ყოველთვის მჯერა! მიყვარხარ საქართველო” – თქვა UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა გამარჯვების შემდეგ.

ქართველმა მებრძოლმა ჩემპიონის ტიტული გასული წლის სექტემბერში, შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა და დღეს კარიერაში პირველად დაიცვა.

მერაბ დვალიშვილს შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 23 შეხვედრის შემდეგ 19 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს. ეს მოგება მისთვის ზედიზედ მე-12 იყო.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *