რა რეკორდი დაამყარა ქართველმა მებრძოლმა ნურმაგომედოვთან დაპირისპირებაში

დღეს, UFC 311-ზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და UFC-ის ჩემპიონის ქამარი შეინარჩუნა.

მერაბ დვალიშვილმა მოახერხა ჯორჯ სენტ პიერის რეკორდის მოხსნა, მას UFC-ის ისტორიაში მეტოქე მიწაზე ყველაზე მეტჯერ, 92-ჯერ ჰყავს გადაყვანილი.

ქართველმა მებრძოლმა ჩემპიონის ტიტული გასული წლის სექტემბერში, შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა და დღეს კარიერაში პირველად დაიცვა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *