ლევან იოსელიანის ბოლო განცხადებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პირველი არხის ეთერში ისაუბრა.

გადაცემის წამყვანმა ლევან იოსელიანს კითხვა დაუსვა, თუ რა არის ოპოზიციის მხრიდან მისი მისამართით აქტიური კრიტიკის საფუძველი.

“ოპოზიცია თუ დამხვდება პარლამენტში, ვკითხავ ამის შესახებ. მე ერთ რამეს ვურჩევდი, რომ როდესაც რაღაცას ამბობენ, მტკიცებულებები მოაყოლონ. რაზედაც მაკრიტიკებენ,უნდა თქვან, რა დგას ამის უკან კონკრეტულად. გარდა იმისა, რომ სამსიტყვიანი მანტრა აქვთ, რომ სახალხო დამცველი არის “რუსი”,”ქოცი”, “მონა”, ამის იქით რა არის კონკრეტული პპრეტენზია ჩემ მიმართ, ეს უნდა თქვან…

მე ასეთი სახალხო დამცველი გამოვდექი,რომელიც არავის მხარეს არ არის, არც ოპოზიციის , არც მმართველი პარტიის, არც არასამთავრობო ორგანიზაციების, არავის. მე მაქვს ჩემი კონკრეტული ხედვა ყველაფერზე”- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *