სანტორინი,რა ელოდება ამდენი უცნაური მიწისძვრის შემდეგ საბერძნეთის კუნძულს?

სა­ბერ­ძნე­თის ეგე­ო­სის კუნ­ძუ­ლე­ბი, რო­გორც წესი, ასო­ცირ­დე­ბა დას­ვე­ნე­ბას­თან და მშვიდ პე­ი­ზა­ჟებ­თან. მაგ­რამ ზო­გი­ერ­თი მათ­გან­ზე, მათ შო­რის სან­ტო­რი­ნი­ზე, ბოლო დღე­ებ­ში მრა­ვა­ლი ვულ­კა­ნუ­რი აქ­ტი­ვო­ბა და­ფიქ­სირ­და.

პა­რას­კე­ვის შემ­დეგ კუნ­ძულ­ზე ასო­ბით მი­წისძვრა და­ფიქ­სირ­და, მათ შო­რის ბევ­რმა 4,5 მაგ­ნი­ტუ­დას გა­და­ა­ჭარ­ბა.

ბოლო მი­წისძვრა სან­ტო­რი­ნი­სა და ამორ­გო­სის კუნ­ძუ­ლებს შო­რის მოხ­და. ხუთ­შა­ბათს, დი­ლის 6:30 სა­ათ­ზე 57-ზე მეტი ბიძ­გი და­ფიქ­სირ­და. აშშ-ის გე­ო­ლო­გი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა სამ­შა­ბათს, სან­ტო­რი­ნის აღ­მო­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­დან არც თუ ისე შორს, 5,3 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრა და­ა­ფიქ­სი­რა.
სამ­თავ­რო­ბო მო­ხე­ლე­ე­ბი­სა და ექ­სპერ­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნი­ხი­ლეს რე­გი­ონ­ში სე­ის­მუ­რი აქ­ტი­ვო­ბა და შე­საძ­ლო ზო­მე­ბი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა დიდი მი­წისძვრის წი­ნა­აღ­მდეგ მი­ი­ღონ. პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მის სა­ხით კიკ­ლა­დის კუნ­ძუ­ლებ­ზე სკო­ლე­ბი და­ი­ხუ­რა და ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­უქ­მდა. რე­გი­ონ­ში გა­იგ­ზავ­ნა სა­ძი­ე­ბო-სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი და უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბი. შე­ნო­ბე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად აუ­ზე­ბი და­ი­ცა­ლა. განაგრძეთ კითხვა…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *