უფაფუკესი და უგემრიელესი არაჟნის ტორტი შოკოლადის მინანქრით

ინგრედიენტები

  • წყალი
  • არაჟანი
  • შოკოლადი
  • მარგარინი
  • შაქარი
  • ფქვილი
  • არაჟანი
  • კაკაო
  • სოდა
  • კვერცხი

შაქარი

არაჟანი

მომზადების წესი

მარგარინი გაადნეთ, დაამატეთ კვერცხსა და შაქარს. კარგად ათქვიფეთ. დაამატეთ არაჟანი.
შემდეგ დაამატეთ ფქვილი და სოდა. მიღებული ცომი ორად გაყავით, 1 ნაწილს დაამატეთ კაკაო.
ღუმელის სტანდარტულ საცხობ ფორმას დააფინეთ ქაღალდი და გამოაცხეთ 2 ფირფიტა 160 გრადუსზე. შემდეგ ეს ფირფიტები კიდევ ორ ნაწილად გაყავით. ანუ სულ გექნებათ 4 ფირფიტა.
კრემისთვის არაჟანს შეურიეთ შაქარი და დადგით 1 სთ მაცივარში, ათქვეფა არ სჭირდება.

წაუსვით ფირფიტებს კრემი და ააწყეთ ტორტი. კაკაოანი და თეთრი ბისკვიტები მონაცვლეობით დაალაგეთ.
ზემოდან მოასხით მინანქარი. მის მოსამზადებლად დატეხილი შოკოლადი, არაჟანი და წყალი დადგით ორთქლის აბაზანაზე. მთლიანად რომ გადნება, კარგად აურიეთ, ერთგვაროვანი რომ იყოს და წაუსვით ნამცხვარს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *