ეგეოსის ზღვაში მიწისძვრების სერია გრძელდება – დღეს, ყველაძე ძლიერი მიწისძვრის სიმძლავრემ 4.5 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს განმარტებით, მიწისძვრის ეპიცენტრი 5.42 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. დღის განმავლობაში ყველაძე ძლიერი ბიძგები 14:59 საათზე დაფიქსირდა.
მიწისძვრების სერია მცირე შუალედებით განმეორდა, 11:57 საათზე 3,5 მაგნიტუდა; 12:01 საათზე 4,1 მაგნიტუდა; 14:54 საათზე 4,2 მაგნიტუდა.
ეგეოსის ზღვაში უკვე ორ კვირაზე მერია მიწისქვეშა ბიძგები არ წყდება. მიწისძვრების გამო, საბერძნეთში, კუნძული სანტორინი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უკვე დატოვა.