ჭარხალი ტყემალში – კიდევ ერთი გრილი კერძი მკითხველის რეცეპტით

ინგრედიენტები

ჭარხალი

ქინძი – 50.00 გ

მარილი

წყალი

ძმარი – 1.00 სკ

ძირა

მწარე წითელი წიწაკა, დაფქული

სვანური მარილი

ნიორი

ტყემალი – 300.00 მლ

მომზადების წესი

საშუალო ზომის ჭარხალი მოვხარშოთ, გავთალოთ, დავჭრათ ფიგურული საჭრელით ან უბრალოდ დანით.

ცალკე გავამზადოთ ტყემლის სოუსი: მზა, ზამთრისთვის შენახულ ტყემალს დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი, ცოტა სვანური მარილი, წითელი წიწაკის ფხვნილი, ცოტა ძირაც, ძმარი ( მე ვაშლის ძმარს ვანიჭებ უპირატესობს…) და ცოტა ანადუღარი წყალი – ტყემალი ძალიან სქელი რომ არ იყოს, მარილი გემოვნებით. ბოლო აკორდი, ურომლისოდაც არანაირი გემო და არომატი არ ექნებოდა – 50 გრ. ცოცხალი ქინძი – წვრილად დაჭრილი. ამ სოუსით დაფარეთ ჭარხლის რგოლები, ცოტა ხნით დააყოვნეთ, რომ გემოები კარად გაუჯდეს.

საოცრად ჯანსაღი, სასარგებლო და უზომოდ გემრიელია, უხდება ყველფერს: შემწვარ კარტოფილს, ქათმის ხორცს, უბრალოდ მაკარონს, ან შემწვარ კვერცხს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *