ინგრედიენტები
- გამაფხვიერებელი – 1.00 ჩკ
- ზეთი – 100.00 მლ
- ფქვილი – 140.00 გ
- შაქარი – 200.00 გ
- მანის ბურღული – 200.00 გ
- კეფირი – 250.00 მლ
მომზადების წესი
კეფირი, მანის ბურღული, შაქარი, გამაფხვიერებელი და ზეთი აურიეთ ერთმანეთს. დაუმატეთ ფქვილი და მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
ცომი გადაიტანეთ ცხიმწასმულ ფორმაში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 35-40 წუთით.
გემრიელად მიირთვით!