როგორ მოვამზადოთ კლასიკური ნაპოლეონი მაღაზიაში ნაყიდი გაყინული ცომით

ინგრედიენტები

  • ფენოვანი ცომი – 1 შეკვრა
  • რძე – 500 მლ
  • ფქვილი – 3 სკ
  • შაქარი – 150 გ
  • კარაქი – 300 გ
  • ვანილი

მომზადების წესი

ფქვილი, შაქარი და ვანილი ავურიოთ კარგად, დავასხათ მდუღარე რძე, დავდგათ ქურაზე და დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ 5-7 წთ. როდესაც გაცივდება, შევათქვიფოთ ოთახის ტემპერატურის კარაქი.

ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ, დავჭრათ კვადრატებად და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 10-15 წთ. კარგად გაცივებულ თითოეულ ფირფიტას გადავუსვათ კრემი. ასე გავიმეოროთ 3 ფენა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *