შეეცადეთ მოერიდოთ ზედმეტ მავნე დანამატებს და მოამზადეთ შესქელებული რძე სახლში
ინგრედიენტები
- კარაქი – 20 გრ
- შაქარი – 200 გრ
- რძე – 200 მლ
მომზადების წესი
მოათავსეთ მაღალ ქვაბში რძე, შაქარი და კარაქი, დადგით ცეცხლზე, როგორც კი დუღილს დაიწყებს, მოუმატეთ ცეცლს და ადუღეთ 10 წუთი. მიიღებთ ძალიან თხელ მასას, მაგრამ არ შეშინდეთ, გააგრილეთ, ჩაასხით ქილაში, შედგით მაცივარში და რამოდენიმე საათში გასქელდება.