იქაც კი არ მოვიდა, არათუ პოლიტიკურ საკითხებზე სასაუბროდ“ – რას ამბობს კობახიძე შოთა არველაძეზე

ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ვეტერანი ქართველი ფეხბურთელის, შოთა არველაძის 30 ნოემბერს გაკეთებულ კომენტარს, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლება ქუჩაში გამოსულ ხალხს არ ელაპარაკებოდა.

შოთა არველაძე გამოვიდა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება არ ელაპარაკებოდა საპროტესტოდ განწყობილ ადამიანებს. პირადად მას შევთავაზე, წამოეყვანა ნებისმიერი ადამიანი. არათუ ასეთ განხილვაზე, დღეს საფეხბურთო სტადიონის საკითხს განვიხილავდი. მეტი რაზე უნდა მოხვიდე, ხო? თუ რაღაც კითხვა გაქვს, რამე გაინტერესებს – იქაც კი არ მოვიდა, არათუ პოლიტიკურ საკითხებზე სასაუბროდ. თუ ვინმე გაურბის დისკუსიას, ესენი სწორედ ამ პროტესტის მონაწილე ადამიანები არიან“, – აღნიშნა კობახიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ კობახიძე ლოკომოტივის სტადიონზე სპორტულ საზოგადოებას შეხვდა.

რაც შეეხება არველაძეს, ის 30 ნოემბერს მასშტაბურ აქციაზე იმყოფებოდა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *