ინგრედიენტები
- მარილი
- წიწაკა
- კარაქი – 50 გ
- რეჰანი
- ქინძი
- ქათამი – 2 კგ
- პამიდორი – 5 ც
- ტომატ-პასტა – 1 სკ
- ხახვი – 2 თავი
- კვერცხი – 1
- ნიორი – 3 კბილი
მომზადების წესი
ქათამი დაჭერით ნაჭრებად.ღრმა ქვაბში გაადნეთ ცოტა კარაქი და დააწითლეთ ქათმის ნაჭრები მსუბუქად. დააყარეთ დაჭრილი ხახვი, დააფარეთ თავზე და მოშუშეთ. დაამატეთ კანგაცლილი, დაჭრილი პომიდორი და ცოტა წყალში გახსნილი ტომატი. წამოადუღეთ და ხარშეთ დაახლოებით 20 წუთი, სანამ ქათამი არ მომზადდება. ბოლოს ჩაამატეთ ათქვეფილი კვერცხი და სწრაფად მოურიეთ, რომ კარგად გაიხსნას. დაამატეთ დაჭრილი წიწაკა, ნიორი, მწვანილი და მარილი. კვერცხი აუცილებელი არ არის, მაგრამ ძალიან უხდება.