რულეტის ახალი რეცეპტი მოგიტანეთ, სამჯერ გამოვაცხვე და დავრწმუნდი, რომ უკარგესია

ინგრედიენტები

კვერცხი – 3.00 ცალი

მწიკვი მარილი

სოდა 1/4 ჩკ

ფქვილი – 120.00 გრ

გლუკოზას სიროფი, ან თხელი თაფლი – 1.00 სკ

ზეთი – 2.00 სკ

შაქარი – 110.00 გრ

მომზადების წესი

3 კვერცხის ცილა განაცალკევეთ გულებისგან, მწიკვ მარილთან ათქვიფეთ, ცოტ-ცოტა დაუმატეთ 110გრ შაქარი. მყარი ბეზე უნდა მიიღოთ. პატარა ჯამში შეურიეთ დანარჩენი ინგრედიენტები, გარდა ფქვილისა. კვერცხის გულები, ზეთი, გლუკოზის სირიფი, სოდა, ოდნავ ათქვიფეთ კოვზით ან ჩანგლით, დაუმატეთ ბეზეს და შეურიეთ ფრთხილად, რომ ბეზეს მასა არ ჩავარდეს. შემდეგ დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, სილიკონის კოვზით შეურიეთ.

ერთგვაროვანი, ჰაეროვანი მასა უნდა მიიღოთ. ტაფაზე ჩააფინეთ საკონდიტრო ქაღალდი და რულეტის ცომი ჩაასხით ქაღალდზე, დანით წაუსვით თანაბრად და გამოაცხვეთ 180-190°–ზე.

ისეთი რბილი და მორჩილი ფენები გამოდის, ადვილად გადაახვევთ. სასურველია შეციების შემდეგ წაუსვათ ჯემი ან კრემი. გააფორმეთ რიგორც გნებავთ. გემრიელად მიირთვით!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *